Accessibility links

ოქრუაშვილი: უგულავას დაკავება გამიხარდა, მივხვდი გათავისუფლება ახლოს იყო


ციხიდან რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა მეთქი. მთელ ამ მონოლოგს რომ უსმენდა, სიჩუმე იყო მისი მხრიდან. მკითხა ვისი დაჭერა გაგიხარდაო. შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი, შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო", - ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრიაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა. ის პრეზიდენტმა გუშინ, 15 მაისს გიგი უგულავასთან ერთად შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG