Accessibility links

ოქრუაშვილის თქმით, ის რუსთავი 2-სთვის ბრძოლას აპირებს


ციხიდან რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ის რუსთავი 2-სთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"[რუსთავი 2-სთვის ბრძოლას ვაპირებ] კი, უბრალოდ, დღევანდელი აქტუალობიდან გამომდინარე მეორე პლანზეც შეიძლება გადაიწია", - უთხრა მან ჟურნალისტს.

რუსთავი 2-ის წილებისთვის ოქრუაშვილი აქამდეც იბრძოდა. მან გასულ წელს სასამართლოსაც მიმართა. ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის წილები არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG