Accessibility links

სუბარი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: ვერავინ მაიძულებდა, შემეშინდებოდა ხალხის


პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო კრიზისული მდგომარეობა მუდმივად არის, ოპოზიციას ქვეყნის ჩამოქცევა სურს. მან იმედის ეთერში თქვა, რომ სწორედ ამ მდგომარეობის განსამუხტად გადადგა პრეზიდენტმა ნაბიჯი და გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

"ამ დროს საკითხი დგება ასე, სიმშვიდე გვინდა და რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს მმართველი გუნდი, პრეზიდენტი - ვინ აიღებს ამ მძიმე ტვირთს. ამ შემთხვევაში აიღო ქალბატონმა სალომემ. გამბედაობა მას ნამდვილად უნდოდა, რასაც მე ვერ მაიძულებდა ვერანაირი ძალა იმიტომ, რომ შემეშინდებოდა ხალხის რისხვის", - თქვა სუბარმა, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ შეწყალების საკითხი მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი იყო.

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გუშინ, 15 მაისს დატოვეს. როგორც ოპოზიცია აცხადებდა, მათი გათავისუფლება 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებდა.

უგულავას უზენაესმა სასამართლომ ე.წ. თბილისერვისის საქმეზე 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავა ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მანამდეც იჯდა, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ოქრიაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG