Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მის წინაშე დაყენებულ ამოცანებზე


როგორც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 16 მაისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის წინაშე დააყენა რიგი ამოცანებისა, რომელთაგან უმთავრესია საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და საბაჟო რეფორმის დასრულება.

ინტერფაქსის ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ონლაინ შეხვედრაზე „დიდი შვიდეულის“ ელჩებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე რეფორმების ეროვნული საბჭოს კიდევ ერთ პრიორიტეტულ ამოცანაზე - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდიანციაზე.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მალე გაიმართება კონსულტაციები უკრაინის ბიზნეს ასოციაციასთან და შემუშავებულ იქნება რეფორმების ეროვნული საბჭოს პროგრამა, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენენ სახელმწიფოს მეთაურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG