Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია 3 ივნისიდან ხსნის საზღვრებს რიგი ქვეყნებისთვის


იტალიის მთავრობა იტყობინება, რომ 3 ივნისს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვას გააუქმებს მოგზაურთათვის ევროკავშირის ქვეყნებიდან, შენგენის ზონიდან და მონაკოდან. ამ ქვეყნებიდან იტალიაში ჩასულებს არ დასჭირდებათ კარანტინი.

ეს ზომა მიმართულია ტურიზმის აღდგენისკენ და სახელმწიფოს დახმარება უნდა გაუწიოს ეკონომიკის კვლავ ამოქმედებაში ორთვიანი მკაცრი საკარანტინო ზომების შემდეგ. ტურიზმის სფეროზე მოდის იტალიის საერთო შიდა პროდუქტის 14,3%.

იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელშიც ეროვნულ დონეზე შემოიღეს გადაადგილების შეზღუდვები. ეს მოხდა ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კორონავირუსის ინფექციის კერების გაჩენის შემდეგ. ამჟამად საკარანტინო რეჟიმს ამსუბუქებენ. ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე აკრძალვებიც 3 ივნისს გაუქმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG