Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ორ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, 8 - დაავადებულებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირებული პირია, ხოლო 2 საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი.

17 მაისს გამართულ დილის ბრიფინგზე ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 31 პაციენტი რჩება. მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია.

მისივე სიტყვებით, გაზრდილი შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ისევ ბოლნისის რაიონს, სადაც გრძელდება პაციენტების მოძიება, რაც, ეზუგბაიას განცხადებით, შედარებით რთული პროცესია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი ჭირს, თუმცა პროცესი გრძელდება:

„რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისს გარეთ“, - განაცხადა 17 მაისს მარინა ეზუგბაიამ.

Stopcov.ge-ს 17 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 695 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია - 425 ადამიანი;

გარდაცვლილია - 12;

კარანტინის რეჟიმში რჩება - 3822;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG