Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს - გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 89 ფაქტი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 89 ახალი ფაქტი.

კომენდანტის საათის დარღვევის გამო 16-17 მაისს 81 მოქალაქე დაჯარიმდა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმებულია 7 პირი.

ხოლო თვითიზოლაციის წესი დაარღვია ერთმა ადამიანმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG