Accessibility links

ბარაკ ობამამ აშშ-ის ლიდერები გააკრიტიკა კორონავირუსის პანდემიაზე მათი რეაქციის გამო


ბარაკ ობამა

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ის ლიდერები გააკრიტიკა კორონავირუსის პანდემიაზე მათი რეაქციის გამო და განაცხადა, რომ ბევრი ოფიციალური პირი „არც კი ცდილობს, ისე გამოჩნდეს, თითქოს პასუხისმგებელია“.

თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში, ობამამ კოლეჯის კურსდამთავრებულებთან ონლაინშეხვედრაზე თქვა, რომ პანდემიამ „ბოლოს და ბოლოს ფარდა ახადა იმ იდეას, რომ თითქოს ბევრმა პასუხისმგებელმა პირმა იცის, რას აკეთებს“.

ობამას არ დაუსახელებია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მაგრამ მისი კომენტარები ფართოდ იქნა გაგებული, როგორც ირიბი დარტყმა ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მისამართით.

ყოფილი პრეზიდენტები საჯაროდ იშვიათად აკრიტიკებენ თავიანთ მემკვიდრეებს.

გასულ კვირაში ობამამ კერძო ონლაინკონფერენციაზე, რომლიდანაც ინფორმაციამ გაჟონა, ტრამპის მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლას უწოდა „სრულიად ქაოსური კატასტროფა“.

დემოკრატებმა მწვავედ გააკრიტიკეს თეთრი სახლის რეაქცია კორონავირუსის პანდემიაზე, რის შედეგადაც აშშ-ში თითქმის 90 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და ზიანი მიაყენა ტრამპის შანსებს, კვლავ იქნეს არჩეული პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG