Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები სისტემატურ შეხვედრებს 18 მაისიდან დაიწყებენ


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 18 მაისის შეხვედრაზე „მიმდინარე ეტაპის სტრატეგია“ დაიგეგმება და ამ შეხვედრას უკვე შეუერთდებიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.

„ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით. გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და აქ ბრუნდება ისევ. დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია, რათა ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელოდება ყოველი ქართველი პატრიოტი, წავიდეს უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად, ყველა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი იმით არის ფასეული, რომ ისინი არ ვაჭრობენ ბლოკებით, ალიანსებით და კოალიციებით:

„აქ არ არის მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პურსა, ჩემი ჩაწერე მეორე ნომრად, ჩემი ჩაწერე მეექვსე ნომრად, კვოტები გავიყოთ. ეს მომენტი რომ მოიხსნა ქართულ პოლიტიკაში, პარტიებმა სრულიად გასაგებად და ცალსახად განაცხადეს წინა შეხვედრაზე, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლების გარეშე, არც არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია, იგივე საპარლამენტო მონაწილეობას მიიღებს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სახელისუფლებო მანიპულაციებში. ერთი ადამიანიც რომ იჯდეს უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივებით ციხეში, იმ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნორმა და არ გახლავთ ჩვენი მოგონილი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ კი მედიასთნ საუბარში განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვებამ ახალი გარემო შექმნა და შეხვედრები საჭიროა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი გეგმა და მიზანი.

ბობოხიძის განცხადებით, სანამ გიორგი რურუა ციხეშია, შეთანხმება ბოლომდე შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG