Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ, მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი (მარცხნივ) და აბდულა აბდულა.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი (მარცხნივ) და აბდულა აბდულა.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ, რომელთაგან ორივე ამტკიცებს, რომ გაიმარჯვა სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ძალაუფლების დაყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, აბდულა უხელმძღვანელებს მთავრობის ძალისხმევას თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საქმეში.

პრეზიდენტის პრესმდივანმა სედიყ სედიყიმ 17 მაისს ტვიტერში გამოაქვეყნა ხელმოწერის ფოტო.

სედიყი წერს, რომ აბდულა სათავეში ჩაუდგება მშვიდობის უზენაეს საბჭოს და მისი გუნდის წევრები მთავრობაში შევლენ.

ამ შეთანხმებით სრულდება პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც გამოიწვია პარალელური მთავრობის შექმნა და დააბრკოლა სამშვიდობო პროცესი, რომლის მიზანია, ბოლო მოუღოს თალიბებთან 18-წლიან ომს.

როგორც როიტერსი იტყობინება ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით, მთავრობაში ორივე ლიდერს თანაბარი წილი ექნება. სედიყის თქმით, შეთანხმების თაობაზე დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG