Accessibility links

"საფრთხე იყო" - პოლიციამ კაფე გალერის ფანჯრიდან ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა


​დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, კაფე გალერის ფანჯრიდან ლგბტ დროშა ჩამოახსნევინეს. კადრები TV პირველმა გაავრცელა.​

"დაპირისპირებული მხარე რომ არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ... საფრთხე იყო", - უთხრა პოლიციამ ჟურნალისტს.

დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ფანჯრებიდან და აივნებიდან ლგბტ დროშები გადმოფინეს. ასე აღნიშნეს ლგბტ ჯგუფმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე საგანგებო მდგომარეობის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG