Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია ლგბტ უფლებებზე: უმრავლესობაში მოსვლას აზრი არ აქვს, თუ ვერ ბედავ საუბარს


პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა კეკლუცობას თავი უნდა დაანებონ და ღიად ილაპარაკონ ლგბტ პირების უფლებების დასაცავად. მან ონლაინაქციაზე აღნიშნა, რომ უმრავლესობას უწევენ ანგარიშს.

"უმრავლესობაში მოსვლას აზრი არ აქვს, თუ ვერ ბედავ ამ თემებზე საუბარს... პრობლემა გაცილებით მძიმედ არის, ვიდრე ამას სახელი ერქმევა. რა ლიბერალური ჯგუფები და რა მარგინალური ჯგუფები. ადამიანები კვდებიან განსხვავებული ცხოვრების, აზრის გამოხატვის გამო. ადამიანებს ურტყამენ", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ ტვირთი და პირველებმა ილაპარაკონ ლგბტ თემის უფლებებზე, რადგან სწორედ ესაა მათი საქმე.

"თუ ჩვენ, პოლიტიკოსები ვერიდებით ეგზისტენციალურ პრობლემებზე საუბარს, მაშინ, საერთოდ, რისთვის ვართ ამ საქმეში?!. კეკლუცობას თუ არ მოვეშვებით და თუ ვინმე ელოდება, რომ აქტივისტები თავს შესწირავენ, ცემენ, დაწვავენ, დაამტვრევენ ძვლებს, დაიჭერენ და მერე ჩვენ, პოლიტიკოსები მოვალთ და ამაზე გაგვიადვილდება საუბარი ეს ძალიან არასწორი და არაკეთილსინდისირია", - დასძინა მან.

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს ლგბტ თემის წევრები და უფლებადამცველები ისევ ვერ შეიკრიბნენ. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია იყო.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG