Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ისევ ნებადართულია ერთ სივრცეში სამიდან ათამდე პირის შეკრება


საქართველოში გაუქმდა სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა. თუმცა, ისევ აკრძალულია ერთ, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ათზე მეტი პირის ყოფნა.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე გადაწყვიტა.

ამასთან, ისევ აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით, მძღოლის ჩათვლით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება. მგზავრები ავტომანქანის უკანა სავარძელზე უნდა იმყოფებოდნენ.

18 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 695 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 425. გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG