Accessibility links

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია


კორონავირუსი დაუდასტურდა COVID-19-ით დაავადებული ზუგდიდელი მამაკაცის კიდევ 3 ნათესავს - 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარს და მცირეწლოვან ბავშვს. ისინი 16 მაისიდან იმყოფებოდნენ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების დადებითი პასუხი წუხელ მიიღეს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს სულ 56 პირის ბიოლოგიური მასალა. მათგან 24 ინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან. დადებითი პასუხი მხოლოდ სამ შემთხვევაში მიიღეს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს.

ზუგდიდში მცხოვრებმა 43 წლის კაცმა, რომელსაც ცხელება ჰქონდა, რუხის საავადმყოფოს 14 მაისს მიმართა. მეორე დღეს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ტრაილერის მძღოლია. ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ შიდა სატვირთო გადაზიდვები განახორციელა თბილისში, მესტიაში, რუსთავსა და ზუგდიდში.

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს რუხის საავადმყოფოში მკურნალობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG