Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი სასამართლოში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს დააყენებს


გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.

რურუას გათავისუფლება ის საკითხია, რომელსაც ოპოზიცია, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, არჩევნების საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობად ასახელებს. რურუას გათავისუფლებამდე ოპოზიციის კიდევ ერთი პირობა შესრულდა, პრეზიდენტმა შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთა გათავისუფლებაც ასევე იყო ოპოზიციის მოთხოვნა.

გიორგი რურუა რამდენიმე თვის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG