Accessibility links

ხოშტარია რურუაზე: მნიშვნელოვანია მალე გაათავისუფლონ, რომ გადავიდეთ საარჩევნო საკითხებზე


პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან", ელენე ხოშტარია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება აუცილებელია, რათა არჩევნების საკითხზე საუბარი გააგრძელონ. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომლის გადაწყვეტილებითაც რურუა ისევ პატიმრობაში რჩება.

"ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუაც არის ამ შეთანხმების ნაწილი. რაც უფრო სწრაფად დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, იქნება მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დროში და ფორმაში როგორ იზამენ, მათთვის დამითმია. ამის დრო არის, საშუალებაც არის. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს სწრაფად", - ამბობს ხოშტარია.

მოსამართლემ დღეს, 18 მაისს გიორგი რურუას არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება. მან განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG