Accessibility links

ლევან რატიანი: ბოლო 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიგვიღია, ველოდებით დარჩენილების გაწერას


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ მალე მათ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ იქნებიან. ამის შესახებ მან დღეს, 18 მაისს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ კლინიკას ბოლო 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია, კლინიკაში კი 28 ინფიცირებული რჩება.

"მათი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას", - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად ჯამში 701 პირს დაუდასტურდა, მათგან 432 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG