Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო მიზნით თურქეთში 20 მაისიდან შეძლებენ შესვლას


20 მაისიდან 31 ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში სამედიცინო დანიშნულებით შესვლის საშუალება ექნება. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

თურქეთში სამედიცინო მიზნებით შესვლის უფლება ექნებათ ერაყის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, რუსეთის, ყახახეთის, უკრაინის, უზბეკეთის, საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც კოვიდინფექცია არ აქვთ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, საერთო და ბავშვთა ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეეძლებათ, დამატებითი ინსტრუქცია თურქეთში სამედიციო სერვისთან დაკავშირებით სამედიცინო კონტროლის საერთაშორისო ქსელში გამოქვეყნდება და თურქეთში მკურნალობის მსურველთათვის ხელმისაწვდომი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG