Accessibility links

თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა


თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა.

მერიის ინფორმაციით, ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ხუნწარია პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა:

"თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში".

თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებას ფეისბუკზე ადასტურებს თავად ხუნწარია და აცხადებს, რომ ბრუნდება "არტარეაში", სადაც მერიამდე მუშაობდა.

"რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს", - წერს სოფო ხუნწარია და განაგრძობს: "ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG