Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფქვილი, ზეთი, შაქარი და სხვა - როგორ ეხმარება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 20 ათასამდე გაჭირვებულს


აჭარის მთავრობა 19 260 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის პროდუქტების ნაწილს ყიდულობს. 12 სახის პროდუქტზე ჯამში სამინისტრო 894 627 ლარს ხარჯავს. როგორც მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, თითო ოჯახი თითო კალათს მიიღებს.

ვინ მიიღებს დახმარებას

დახმარებას ე.წ. ოცნების ქალაქში დასახლებული ოჯახების გარდა მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში 100 ათასზე ნაკლები ან ტოლი ქულის ოჯახები. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარტოხელა პენსიონერი, სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე; მარჩენალდაკარგული; მარტოხელა მშობელი (მარტოხელა დედა/მამა).

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში 200 ათასზე ნაკლები ან ტოლი ქულის ოჯახები. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

პროდუქტების ჩამონათვალი

  1. ხორბლის ფქვილი - 10 კგ;
  2. შაქარი - 2 კგ;
  3. მარილი - 900 გრ;
  4. ბრინჯი - 3 კგ;
  5. ზეთი - 2 ლ;
  6. შვრიის ფანტელი - 2 კგ;
  7. სუპის ფხვნილი - 240 გრ;
  8. სოკო - 800 გრ;
  9. ჩაი 150 - გრ;
  10. საფუარი - 80-100 გრ;
  11. ტომატის პასტა - 500 გრ;
  12. ბარდა - 400 გრ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG