Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება


2 დღეში, 20 მაისიდან ციხეში მსჯავრდებულებისთვის ამანათების შეგზავნა ისევ შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"მოცემული გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა)... დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს", - აცხადებენ უწყებაში.

ამანათების შეგზავნაზე შეზღუდვა კორონავირუსის საფრთხის გამო 5 მარტიდან დაწესდა. ამ პერიოდში შესაძლებელი იყო მხოლოდ წერილების გაგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG