Accessibility links

აშშ რუსეთს: შეწყვიტეთ ყირიმელი ხალხის ტანჯვის გამოწვევა


ყირიმელი თათრები სტალინის მიერ მათ დეპორტაციამდე

კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტინა კვიენმა რუსეთს მოუწოდა "შეწყვიტოს ყირიმელი ხალხის ტანჯვის გამოწვევის თავისი მემკვიდრეობა", იმ ფონზე, როცა უკრაინა პატივს მიაგებს სტალინის მიერ 1944 წელს ყირიმელი თათრების სამშობლოდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას.

კვიენმა ვიდეომიმართვა ტვიტერით გაავრცელა 18 მაისს, რომელიც უკრაინაში 2016 წლიდან დაწესდა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთათვის პატივის მიგების დღედ.

1944 წლის მაისში ყირიმელი თათრები მასობრივად გადაასახლეს შავი ზღვის ამ ნახევარკუნძულიდან, მას შემდეგ, რაც სტალინმა მათ ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში დასდო ბრალი.

70 წლის შემდეგ, 2014 წლის მარტში, რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, იქ სამხედროების გაგზავნით და ყირიმელი თათრების დიდი ნაწილის მიერ ბოიკოტირებული რეფერენდუმის ჩატარებით.

ყირიმელი თათრების, უფლებადამცველი ჯგუფების და დასავლეთის მთავრობების თქმით, რუსეთი ლახავს უფლებებს, ახდენს დისკრიმინაციას და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დევნის ყირიმელ თათრებს და სხვებს, ვინც ყირიმის ანექსირებას ეწინააღმდეგებოდა.

თავის განცხადებაში კვიენი ამბობს, რომ 76 წლის წინ, ყირიმელი თათრების დეპორტაციამ "გამოიწვია წარმოუდგენელი ტრავმა, ტანჯვა და ათასობით ადამიანის სიკვდილი". დიპლომატი დასძენს: "ეს ტრავმა და ტანჯვა მხოლოდ გაღრმავდა რუსეთის მიერ ამჟამად ყირიმის ანექსირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG