Accessibility links

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარანტინი გაუქმდა


დღეს დილიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე გადაწყვიტა.

ისევ ჩაკეტილია ქალაქი ბოლნისი და სოფლები მუშევანი და გეტა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისში მკაცრი კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ხოლო გეტა 15 მაისს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 150-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG