Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულნი არიან რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები, რომლებიც აფხაზეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და სოხუმის პანსიონატ „აიტარში“ იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 24 შემთხვევა. მათგან ერთი გარდაცვალების. ინფიცირებულთა შორისაა გუდაუთაში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ბაზის სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG