Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა. კიდევ 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 702-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების - 456. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 ადამიანი.

19 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3787 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG