Accessibility links

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი დააკავეს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით


პოლიციამ ბათუმში დააკავა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახსნილ ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში მყოფი პირი. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულ პირს დროებითი საცხოვრებლის - სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები.

სისხლის სამართლის კოდექსით, დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვა 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG