Accessibility links

გერმანია და საფრანგეთი პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდს ქმნიან


ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ ლაიენთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდნენ წინადადებით, შეიტანონ 500 მილიარდი ევრო კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდში.

მაკრონი და მერკელი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ ვიდეოკავშირის საშუალებით. მათი თქმით, პარიზი და ბერლინი დაინტერესებული არიან, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი და ამიტომ გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ასეთი ინიციატივით.

ფონდის თანხები მოხმარდება ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს და სექტორებს. ვის სჭირდება ყველაზე მეტად ეს დახმარება, ევროკომისია გადაწყვეტს.

ახალი ფონდი შეიძლება გახდეს ევროკავშირის 2021 და 2027 წლების საერთო ბიუჯეტის დამატება. დასავლეთის მედია მიიჩნევს, რომ ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც პანდემიის შემდეგ ევროკავშირის გაერთიანება შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG