Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ექსპორტი თითქმის 12%-ით შემცირდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 001.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს 11.9%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.2% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეულია: ჩინეთი (131.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (113.1 მლნ აშშ დოლარი) და ბულგარეთი (111.3 მლნ აშშ დოლარი). ათეულში არიან: თურქეთი, უკრაინა, აშშ, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ესპანეთი.

2020 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები. მათი წილი ექსპორტის 30.2%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.9%) და მესამეზე ყურძნის ნატურალური ღვინო (7.8%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG