Accessibility links

გაეროს მისია შეშფოთებულია მსხვერპლის მასშტაბით ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში


ქაბულის სამშობიარო თავდასხმის შემდეგ

გაერო შეშფოთებულია თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეიარაღებული ბრძოლის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდით და მოუწოდებს ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ.

ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) 19 მაისის განცხადებაში ხაზგასმულია ასევე ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურება და ყურადღება გამახვილებულია მის მიერ ჩადენილ სისხლიან თავდასხმაზე ქაბულის სამშობიარო სახლში, რასაც 24 ადამიანის, მათ შორის, ორი ახალშობილისა და რამდენიმე ახალგაზრდა დედის სიცოცხლე შეეწირა.

UNAMA-ს ანგარიშის თანახმად, თალიბანის მებრძოლთა იერიშების შედეგად გასულ თვეში 208 მშვიდობიანი ადამიანი დაიხოცა, ხოლო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს 172 სამოქალაქო ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG