Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი


გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული.

„არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე, სექტემბრამდე არის გაგრძელებული. ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ COVID-ი დაამარცხა - არა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან უკვე რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული“, - ამბობს გიორგი გახარია.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველას სჭირდება არჩევნების კონტექსტში. „ყველამ კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“, - დაამატა გახარიამ.

საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს იწურება. საგანგებო მდგომარეობა - 21 მარტიდან, კომენდანტის საათი კი 31 მარტიდან მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG