Accessibility links

ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID 19-ის  ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა


145 ადამიანის საკვლევი მასალა გააგზავნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან COVID – 19-ის ინფექციაზე გამოსაკვლევად, საიდანაც ხუთის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, ინფიცირებულები მუშევანიდან არიან, სწორედ, ამ სოფლიდან გააგზავნეს 145-დან 130 ადამიანის ბიოლოგიური მასალა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით აკრძალულია შესვლა და გასვლა. სოფელ მუშევანში კი 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები.

19 მაისის ამ მონაცემების დამატებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 707, მათ შორის გამოჯანმრთელებული 456, მათ შორის გარდაცვლილი - 12

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG