Accessibility links

ბელარუსის ცესკომ ოპოზიციის კანდიდატი დაადანაშაულა კომისიის თანამშრომელთა კორონავირუსით დაინფიცირების განზრახვაში


ლიდია იარმოშინა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატობის მხურველ 22 კანდიდატს, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლა სტატკევიჩი დაადანაშაულა კომისიის თანამშრომელთა კორონავირუსით დაინფიცირების განზრახვაში.

მომხდარის შესახებ ერმოშინამ უამბო TUT.BY-ს ჟურნალისტებს. კომისიის ქალი თავმჯდომარის თქმით, სტატკევიჩის გუნდში იყო „კორონავირუსით დაავადებული“ ერთი ვინმე იმ მომენტისთვის, როდესაც ოპოზიციონერი ცდილობდა წარმოედგინა ბელარუსის პრეზიდენტის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტები, - ეს არის სტატკევიჩის ცოლი მარინა ადამოვიჩი. ხოლო კომისიის თანამშრომლებს არ ეკეთათ დამცავი კომბინეზონები.

„სურდათ შრომისუნარიანობის მდგომარეობიდან გამოეყვანათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელი აპარატი. აი როგორ მეთოდი აქვს ამ ჯგუფს“, - განაცხადა ერმოშინამ.

19 მაისს ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ოპოზიციის ცნობილი ლიდერის, ნიკოლაი სტატკევიჩის საინიციატივო ჯგუფს 9 აგვისტოსთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატის რეგისტრაციაზე.

კომისიამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება „სტატკევიჩის ნასამართლეობას“.

ბელარუსის ცესკოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, მარინა ადამოვიჩმა განაცხადა, რომ მისი და სხვა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციაზე უარის თქმა ერმოშინას მხრიდან გამოწვეულია იმით, რომ მას მთელი თავისი მუშაობის განმავლობაში საარჩევნო კოდექსი ვერ შეისწავლა. „კერძოდ, 61-ე თავის მე-4 მუხლი არ აძლევს ცესკო-ს უფლებას შეისწავლოს კანდიდატების წამოყენების კანონიერება საინიციატივო ჯგუფის მიერ რეგისტრაციის ეტაპზე. კომისიის წევრებს ამის უფლება აქვთ მხოლოდ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ“, - განაცხადა ნიკოლაი სტატკევიჩის მეუღლემ და დასძინა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას უზენაეს საბჭოში გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG