Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილის სტატისტიკა: 95 პროცენტით შემცირდა საქართველოში შემომსვლელების რაოდენობა


საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტების რაოდენობა აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 94,5 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

საქართველოში 2019 წლის აპრილში 647 770 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, წელს კი მხოლოდ 35 497. ვიზიტორთა რაოდენობით აპრილში თურქეთი (14 219), სომხეთი (8 018) და რუსეთი (3 778) ლიდერობენ.

საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება აკრძალულია, თუ ის საერთაშორისო სატრანზიტო მომსახურებაში არ არის ჩართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG