Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ბოლნისიდანაა


საქართველოში 24 საათში, 19 მაისის დილიდან 20 მაისის დილამდე კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან 9 ბოლნისის მუნიციპალიტეტიდანაა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ პაციენტებს კონტაქტი ჰქონდათ სოფლებში მუშევანსა და გეტაში დაინფიცირებულ პირებთან. 11-დან 2 პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა.

ქალაქი ბოლნისი და მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა მკაცრი კარანტინის ზონებად რჩებიან. კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისი 23 მარტს ჩაიკეტა, მუშევანი 25 აპრილს და გეტა 15 მაისს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 160-მდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG