Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ 20 მაისს კვლავ გაიხსნა სამხრეთ კორეის საშუალო სკოლები


კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ 20 მაისს კვლავ გაიხსნა სამხრეთ კორეის საშუალო სკოლები, მაგრამ მოსწავლეებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელი მკაცრი ზომების დაცვა უწევთ. ეს არის სამხრეთ კორეაში სკოლების გახსნის პირველი ფაზა. პროტოკოლის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა ატარონ პირბადეები და ერთმანეთს შორის უნდა დაიცვან ერთმეტრიანი დისტანცია. მათ ასევე შეუმოწმებენ სიცხეს და თუ კორონავირუსის რომელიმე ტესტი პოზიტიური აღმოჩნდება, სკოლა კვლავ ონლაინსწავლებაზე გადავა, სანამ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო იქნება სკოლაში დაბრუნება.

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, გრძელდება ინფექციის ახალი კერების წინააღმდეგ ბრძოლა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ძილინში. ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ახალი კორონავირუსის პანდემია გასული წლის ბოლოს, მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ ვირუსის წარმომავლობის საკითხში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 19 მაისს დათანახმდა, ჩაატაროს პანდემიაზე გლობალური პასუხის დამოუკიდებელი შეფასება, მათ შორის, თავად გაეროს ამ ორგანოს როლისა.

მსოფლიოში იზრდება შეშფოთება ინფექციის გავრცელების გამო ბრაზილიაში, სადაც 19 მაისს COVID-19-ით სიკვდილის 1179 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ბრაზილია ამჟამად მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მიხედვით. ამ მაჩვენებელმა 270 ათასს გადააჭარბა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - მილიონ-ნახევარზე მეტი - აღრიცხულია აშშ-ში. რუსეთი მეორე ადგილზეა 308 ათასზე მეტი შემთხვევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG