Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და საქართველოში ჰაერი გასუფთავდა


თბილისსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

მიზეზად კი დასახელებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრი შემცირება. ვინაიდან კვლევის თანახმად ჩანს, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.

„სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან გაჩერებულია ავტობუსის გადაადგილება. 24 მარტიდან აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. საღამოს 21 საათიდან მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, რა დროსაც ავტომობილით გადაადგილების საშუალება აქვთ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG