Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავას თქმით, ვანო მერაბიშვილი პარტიულად „ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება


„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" გააგრძელებს საქმიანობას.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - თქვა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG