Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა. კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 713-დან 721-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 485-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

21 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3519 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 ადამიანი.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG