Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს სომხეთის 2 მოქალაქე


აკადემიკოს ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაცოენტი მიიღეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დედა-შვილი, რომლებიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ, სომხეთის მოქალაქეები არიან.

21 მაისის დილის მონაცემებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათგან 12 ბავშვია. რეანიმაციაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 721 შემთხვევა. მათგან 485 გამოჯანმრთელებულია.12 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG