Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: 27 მაისს გახარია კორონავირუსის მართვის ანგარიშს წარმოგვიდგენს


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტი 27 მაისს მოისმენს. მან კორონავრუსის მართვის ანგარიში უნდა წარადგინოს. ამ საკითხზე თალაკვაძემ და გახარიამ დღეს, 21 მაისს ისაუბრეს.

"ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე და ასევე, სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აინტერესებს", - თქვა თალაკვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა და ხვალ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. ამ პირობებში მოქალაქეებს რიგი კონსტიტუციური უფლებები აქვთ შეზღუდული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG