Accessibility links

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 5 მილიონს მიაღწია


"სოციალური დისტანცირება" ნიუ-იორკში, ბრუკლინში, დომინოს პარკში

კორონავირუსით ინფიცირებმის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 21 მაისს მსოფლიოში მიაღწია 5 მილიონს.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში შეზღუდვების შერბილება გრძელდება, ხოლო ბრაზილიაში ერთ დღეში 20 ათასი ახალი შემთხვევა აღინუსხა.

ჩინეთი ამის ფონზე ემზადება წლის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობისთვის.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში გაიხსნა რესტორნები, მაგრამ შეზღუდვით: სტუმრებს შეუძლიათ მიუსხდნენ მხოლოდ გარეთ არსებულ მაგიდებს, რომელთა შორის დაშორება ორი მეტრია.

ნიუ-იორკში რელიგიურ ჯგუფებს ნება დართეს გამართონ შეხვედრები, ქორწილების ჩათვლით, მაგრამ მხოლოდ ათამდე კაცის ოდენობით, თუცა დამსწრეთ უნდა ეკეთოთ პირბადეები და უნდა დაიცვან "სოციალური დისტანცირება".

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 21 მაისს გეგმავს დეტროიტის მახლობლად მდებარე, ვენტილატორების საწარმოში სტუმრობას.

ტრამპმა, რომელიც ესწრაფვის აშშ-ის ეკონომიკის აღდგენას, პრეზიდენტად თავისი კვლავ არჩევის კამპანიის ფონზე, 20 მაისს კვლავ შეუტია ჩინეთს, განაცხადა რა ტვიტერით, რომ ეს ქვეყანა წარუმატებლად ცდილობს მის მიერ მსოფლიოში გავრცელებული ტკივილისა და ხოცვისგან ყურადღება სხვაგან გადაიტანოს.

წინა დღით, 20 მაისს მსოფლიოში დარეგისტრირდა ინფექციის 106 ათასი ახალი შემთხვევა ერთ დღეში, რადგან გაიზარდა ტესტირებულების რაოდენობა და ინფიცირების ახალ შემთხვევებს აღრიცხავენ სამხრეთ ამერიკასა და ინდოეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. ბრაზილიაში ფიქსირებულმა ახალმა შემთხვევებმა ინფიცირებულთა რიცხვი ამ ქვეყანაში გაზარდა 291579-მდე. ბრაზილიის ეს მონაცემი მესამეა მსოფლიოში აშშ-ის და რუსეთის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG