Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თანამშრომელთა 25 პროცენტი რეალურ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება


საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საქართველოს პარლამენტში სამუშაო ადგილებს პირველ ეტაპზე თანამშრომელთა 25 პროცენტი დაუბრუნდება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, თანამშრომელთა დანარჩენი ნაწილი კვლავ დისტანციურად იმუშავებს, მათი რეალურ სამუშაო რეჟიმში, პარლამენტის შენობაში დაბრუნების საკითხი კი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეტაპობრივად გადაწყდება.

რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობასა და სხდომებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკომიტეტო მოსმენები და პლენარული სხომები ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარდება, თუმცა რეკომენდაცია ფიზიკური შეკრებების მინიმუმამდე დაყვანის შესახებ მაინც რჩება. ეს კი არჩილ თალაკვაძის თანახმად, ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს დისტანციური შეხვედრებისა და ვიდეოკონფერენციების ფორმატებს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტის საქმიანობის გაგრძელების ფორმების შესახებ მიღებულ იქნა ჯანდაცვის სამსახურებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შედეგად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 22 მაისისდან გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG