Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტების მისაღებად საჭირო ინსტრუქციები მალე გახდება ცნობილი


საქართველო იქნება უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის და ასევე საქართველო იქნება დაზღვეული კორონავირუსის გავრცელებისგან ტურისტული ნაკადის მიღების შემთხვევაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა მთავრობის სხოდომის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის სიტყვების კომენტირებისას თქვა, რომ„აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო,როგორც უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას.“

მანამდე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“.

ნათია თურვანას, განცხადებით,საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესიაა, კოლეგა მინისტრებისგან ისმენს, რომ უცხოელი ტურისტები „არიან მოწყურებული და უნდათ ქვეყნიდან გასვლა“

„ბატონი პაატა გულისმობდა იმას, რომ აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. ძალიან უსაფრთხოა საქართველო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“,- განაცხადა ნათია თურნავამ , რომლის განმატებითაც ტურისტებისთვის საქართველო უკვე განიხილება „როგორ ერთ-ერთი უსაფრთო, ნომერ პირველი, სავარაუდო ადგილი“.

მისი სიტყვებით, ტურისტების მიღების კონკრეტულ გაიდლაინებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ, „ეს გაიდლაინები უკვე მიღებულია“.

1 ივლისიდან საქართველოს მთავრობა ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს.

ასევე ნახეთ: ტურისტი “სახლიდან სახლში” - როგორი ტურიზმი იქნტურისტი “სახლიდან სახლში” - როგორი ტურიზმი იქნება, როცა იქნებაება, როცა იქნება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG