Accessibility links

ცხინვალში კარანტინიდან 25 კურსანტი გაიქცა


სამხეთ ოსეთის საკარანტინე სივრციდან გაიქცა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის 25 კურსანტი. ისინი პანდემის გამო დაბრუნდნენ ცხივნალში და კარანტინში იმყოფებდნენ. სამართალდამცველებმა გაქცეულები უკან დააბრუნეს.

ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მომხდარი ამ ინციდენტის შესახებ ოფიციალური წყაროები არ საუბრობენ.რადიო თავისუფლებას ინფორმაციას ადგილზე არაოფიციალური წყაროები უდასტურებენ.

ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 213 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებელში კი 146 პაციენტი იმყოფება.

სამხერთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ადგილობრვი ხელისუფლების განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებულია 34 პაციენტი, მათ შორის 5 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG