Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: კრემლთან დაახლოებული წყაროები ჯერაც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას COVID-19-ზე


ევროკავშირის მეთვალყურეები აცხადებენ, რომ შეიმჩნევა „მინიმუმ დროებითი შემცირება“ კორონავირუსის გარშემო დეზინფორმაციისა, მაგრამ გარე სუბიექტები, განსაკუთრებით კრემლის მომხრე წყაროები, ჯერაც აქტიურად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ინფექციის გავრცელების შესახებ.

20 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციის განყოფილება აცხადებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიის კომპანიები განაგრძობენ ინვესტირებას საკუთარ პლატფორმებზე დეზინფორმაციის გამოვლენასა და მასთან ბრძოლაში, „აშკარაა, რომ ბევრად უფრო მეტია გასაკეთებელი.“

„დამოუკიდებელი მედიისა და ფაქტების შემმოწმებელთა მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის შესახებ სანდო და ავტორიტეტული ინფორმაციის გავრცელებისთვის,“ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც მოიცავს დაკვირვებებს და შეფასებებს 23 აპრილიდან 18 მაისამდე პერიოდზე.

„შეინიშნება, რომ გრძელდება ფაქტების შემმოწმებელთა და ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების მიმართ მუქარები და მათი შევიწროება,“ შენიშნავენ ანგარიშის ავტორები.

პუბლიკაცია გაგრძელებაა მარტსა და აპრილში გამოქვეყნებული სამი წინა ანგარიშისა, რომლებშიც ევროკავშირის მეთვალყურეებმა გამოავლინეს „დეზინფორმაციული ნარატივის სამმხრივი კონვერგენცია“, რომელსაც ჩინეთი, ირანი და რუსეთი უწყობენ ხელს პანდემიის შესახებ საზოგადოების ნდობისთვის ძირის გამოსათხრელად. ახალი ანგარიშის თანახმად, „გარე სუბიექტები, განსაკუთრებით კრემლის მომხრე წყაროები, ჯერაც მონაწილეობენ დეზინფორმაციის გავრცელებაში, მათ შორის - არსებული შეთქმულების თეორიების გაძლიერებით, რომლებიც COVID-19-ს უკავშირებენ ბიოლოგიურ ომს, 5G-ის ტექნოლოგიას; ასევე ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობებისთვის ხელის შეწყობით.“

5G-ის ტექნოლოგიის თითქოს უარყოფით გავლენაზე თეორიები პანდემიის პერიოდში აგრესიულად ვრცელდება სოციალურ მედიაში ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიული წრეების მიერ, რასაც ხელს უწყობს კრემლთან დაახლოებული რუსული მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG