Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხარეებს ძალადობის შემცირებისკენ მოუწოდებს


ზალმაი ხალილზადისა და აბდულა აბდულას შეხვედრა ქაბულში, 20 მაისს.
ზალმაი ხალილზადისა და აბდულა აბდულას შეხვედრა ქაბულში, 20 მაისს.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ზალმაი ხალილხადი მოწოდებით გამოდის „ყველა მხარის“ მიმართ, შეამცირონ ძალადობა და აცხადებს, რომ ომის სიმძიმის დიდი ნაწილი უდანაშაულო ავღანელების მხრებზეა.

ხალილზადი, შემოქმედი თალიბანთან თებერვლის შეთანხმებისა, რამაც გზა მოუმზადა უცხოეთის ჯარების გაყვანას ავღანეთიდან, გვიან, 20 მაისს, ყატარში თალიბანის მეთაურებს შეხვდა მას მერე, რაც მოლაპარკება ჰქონდა ქაბულში ავღანეთის მთავრობის მეთაურებთან. „ძალადობას რაც შეეხება, თალიბებს ვუთხარი, რომ მასზე უარი უნდა თქვას ყველა მხარემ“. განაცხადა ხალილზადმა ტვიტერით და დასძინა, რომ შეხვდა თალიბანის პოლიტიკურ მეთაურს, მოლა აბდულ ღანი ბარადარს.

თალიბანის მეთაურმა ჰაიბათულა ახუნდაზადამ 20 მაისს ალ-ფითრის დღესასწაულის დადგომასთან დაკაშირებით განაცხადება გაავრცელა, რომელშიც მშვიდობის მხრივ წინსვლაზე ლაპარაკობს, მაგრამ თავის მეომრებს მიმართავს, „დარჩნენ სამიზნეებზე კონცენტრირებული“ და „განამტკიცონ მათი რიგები“. ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელებმა მოწოდება ძალადობისკენ წაქეზებად შეაფასეს.

უფრო ადრე ხალილზადი ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და მის ყოფილ მეტოქეს, აბდულა აბდულას. ღანიმ და აბდულამ 17 მაისს მოაწერეს ხელი ძალაუფლების განაწილების შესახებ, რამაც გააჩინა იმედი, რომ სადავო არჩევნების შემდგომი ხანგძლივი ჩიხიდან გამოსვლა მოხდება და მთავრობა ყურადღებას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე გადაიტანს. ღანი და აბდულა, ორივე, ამტკიცებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს. მათი დავა იყო მთავარი ხელისშემშლელი შიდა ავღანური მოლაპარაკების დაწყებისთვის, რამაც ამ ქვეყანაში 18-წლიანი ომი უნდა დაასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG