Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალიდან არ ამუშავდება


საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის, ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა

მისი თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება",- აღნიშნა მან.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელახალი ეპიდაფეთქება არ მოხდეს.

საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG