Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრიწყაროში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა


თეთრიწყაროში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტეტის მერიიდან მიაწოდეს.

ახალი შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება. ამ მოცემულობით თეთრიწყაროში კორონავირუსი ჯამში 55 პირს დაუდასტურდა.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად ჯამში 721 პირს დაუდასტურდა, მათგან 485 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. შესაბამისად, კლინიკაში ვირუსს 224 პირი მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG