Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული თეთრიწყაროელი ქალის მდგომარეობა საყურადღებოა


COVID-19-ით ინფიცირებული 79 წლის თეთრიწყაროელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და კონსილიუმზე გადაწყდება, პაციენტის მკურნალობა ჩვეულებრივ პალატაში გაგრძელდება თუ მას რეანიმაციურ განყოფილებაში მოათავსებენ, -უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა:

„დატვირთული დიაგნოზია, აღენიშნება თანმხლები დაავადებები. ამასთან ერთად დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონიაც. არის ცხელებაც. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

თეთრიწყაროელი ქალი ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 მაისს საღამოს შეიყვანეს. სულ კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით 41 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 721-დან 723-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 495-ია, გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG