Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უქმდება და რა რჩება 23 მაისიდან - გიორგი გახარიას პასუხები


23 მაისის დადგომასთან ერთად საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტი საათი უქმდება. თუმცა დარჩება შეზღუდვების გრძელი ჩამონათვალი, რომელიც კვლავ ძალაში იქნება. პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მიღებას დღეს უყრის კენჭს.

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 3 პირის გადაყვანის აკრძალვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, საკარანტინო რეჟიმი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ორ სოფელში დარჩება - მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, შეზღუდვები გაგრძელდება:

  • საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე;
  • რესტორნები ადგილზე კლიენტს ვერ მოემსახურებიან;
  • მოლები დახურული იქნება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული იქნება.

კიდევ რა შეზღუდვები იქნება, გიორგი გახარიას ჩამონათვალი აღარ გაუგრძელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG